სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 124
581011
121415161718
19202122232425
2728293031 

2019-05-26 - 26 მაისი

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.

მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარემ მერთან, მოადგილეებთან და საჯარო მოხელეებთან ერთად დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინებით შეამკეს მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას ბიუსტები და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი, შემდეგ კი ქალაქის ცენტრში გამართულ სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებს დაესწრნენ.

დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ღია ცის ქვეშ გამართული საზეიმო კონცერტით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობას ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები იღებდნენ.

2019-05-13 - ფესტივალი "ჭყონდიდი" 2019

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია მარტვილში ფოლკლორულ ფესტივალს დაესწრო.
13მაისს მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ორგანიზებითა და მარტვილის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლის წინ (ღია ცის ქვეშ) გაიმართა გიორგი წივწივაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მე-3 ფოლკლორული ფესტივალი „ჭყონდიდი.“ ადგილობრივი ფოლკლორულ ანსამბლებთან ერთად ფესტივალში მონაწილეობას სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსული ანსამბლები იღებდნენ.
ფესტივალის ორგანიზატორებმა, ღონისძიებაში მონაწილე ყველა ფოლკლორული ანსამბლი დიპლომებით დააჯილდოვა

2019-05-09 - 9 მაისი

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსი გაბისონიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვები დღე მიულოცა.

1945 წლის 9 მაისი–დან 74 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის ხელისუფლების წარმომადგენლებმა საჯარო მოხელეებთან ერთად გვირგვინით შეამკეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი.

საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია, მერი ალექსანდრე გრიგალავა, მერის მოადგილეები ალექსანდრე ხურცილავა და აკაკი ხუნწელია ომის ვეტერანებს ოჯახში ესტუმრნენ და მათ საჩუქრებთან ერთად ფულადი ჯილდოც გადასცეს.

ვეტერანებს სახელმწიფოსგან 600 ლარიანი ვაუჩერი, ხოლო ადგილობრივი მუნიციპალიტეტისგან 1000 ლარიანი ვაუჩერი გადაეცათ.

2019-05-07 - საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

7 მაისს, 12:00 სთ–ზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია უძღვებოდა. 
სხდომას მუნიციპალიტეტის მერი პირველი მოადგილე ალექსანდრე ხურცილავა, ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. 
სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები: 
1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მაისის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/ 
2. ,,2019 წელს მარტვილის მუნიციპალიტეტში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ,,სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების მოწონებისა და ინიცირების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 აპრილის №14 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვის შემდეგ სხდომა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. საკრებულოს დეპუტატებმა მუნიციოალიტეტის მერის მოადგილეს სოფლებში არსებული პრობლემები გააცვნეს და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

2019-05-06 - საკრებულოს მორიგი სხდომა

6 მაისს საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია უძღვებოდა.
სხდომას მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. 
სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები: 
1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 მაისის მორიგი სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/ 
2. მარტვილის მუნიციპალიტეტში, კურორტ ლებარდეს განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების თაობაზე.
/მომხსენებელი-ალექსანდრე გრიგალავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი/
მიღებულიქნა შესაბამისი განკარგულება და დადგენილება

2019-05-03 - კომისიის სხდომა

3 მაისს, 12:00 სთ–ზე, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და სივრცით–ტერიტორიული დაგეგმარების საკითხთა კომისიამ კომისიის სხდომა გამართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე თორნიკე ჯანაშია უძღვებოდა.
კომისიამ განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხი:

1.,,მარტვილის მუნიციპალიტეტში კურორტ ლებარდეს განაშენიანების რეგულირების გეგმის  გეგმარებითი დავალების დამტკიცების თაობაზე.“

/მომხსენებელი-თორნიკე ჯანაშია, კომისიის თავმჯდომარე/

2019-05-03 - ბიუროს სხდომა

3 მაისს საკრებულოს სხდომათა დარბაზში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია უძღვებოდა.

ბიურომ დღის წესრიგით გათვალისწინებული ის საკითხი დაამტკიცა რომელიც, 6 მაისის საკრებულოს მორიგ სხდომაზე გავა განსახილველად.

საკითხი:

1.,,მარტვილის მუნიციპალიტეტში კურორტ ლებარდეს განაშენიანების რეგულირების გეგმის  გეგმარებითი დავალების დამტკიცების თაობაზე.“

     /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

ჩვენი მისამართია:
3100, ქალაქი მარტვილი, თავისუფლების ქუჩა, №10
E-mail:martvili.mun@gmail.com 
Tel: 577 95 92 00

ცხელი ხაზი: 577 95 92 00