სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
36789
101113141516
17181920212223
24252627282930

2018-06-05 - ანსამბლ \"კოლხიდას\" საანგარიშო კონცერტი

5 ივნისს, 15:00 სთ–ზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია,  ფრაქცია „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“–ს თავმჯდომარე ლევან სურმავა, მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარი დეპუტატის ოთარ დანელიას ბიუროს უფროსი სოფიო გაბისონია და ქ. მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ბარამია,  ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლის სააქტო დარბაზში საანგარიშო კონცერტს დაესწრო.

მარტვილის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „კოლხიდამ“, რომლის ხელმძღვანელია პაატა ბართია, ქორეოგრაფები – ზაზა ჯანაშია და თეა მიქიაშვილი, კულტურის სახლში დამსწრე საზოგადოებას წლის შემაჯამებელი, საანგარიშო კონცერტი წარუდგინა.

ღონისძიებაზე, ქორეოგრაფიულ ნომრებთან ერთად მუსიკალური ნომრები და ლიტერატურული კომპოზიციები წარმოადგინეს.

 კონცერტს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ანსამბლის აღსაზრდელების მშობლები და ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრო.   

ჩვენი მისამართია:
3100, ქალაქი მარტვილი, თავისუფლების ქუჩა, №10
E-mail:martvili.mun@gmail.com 
Tel: 577 95 92 00

ცხელი ხაზი: 577 95 92 00