სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 1
4678
9101112131415
161718192122
232427
 

2018-09-25 - ჭყონდიდლობა 2018

25 სექტემბერს, მარტვილში ტრადიციულად წმინდა მეფის, დავით აღმაშენებლის აღმზრდელისა და წმინდა მღვდელმთავრის, მწიგნობართუხუცესის გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღე - “ჭყონდიდლობა“ აღინიშნა.

 

„ჭყონდიდლობა“ არაერთი ღონისძიებით აღინიშნა, საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსი გაბისონიამ, მერმა ალექსანდრე გრიგალავამ და სამეგრელო - ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან და საჯარო მოხელეებთან ერთად, გვირგვინით შეამკეს გიორგი ჭყონდიდელის ძეგლი, დაათვალიერეს გამოფენები, დაესწრნენ სპორტულ ღონისძიეებს სასპორტო სკოლის ეზოსა და მარტვილოს საფეხბურთო ბაზაზე და სხვ.

 

მთელი დღის განმავლობაში ღია ცის ქვეშ მიმდინარეობდა კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწლეობით, მარტვილელებს დღესასწაული სიმღერით მიულოცეს, პოლონეთიდან ჩამოსულმა მუსიკოსთა დასმა „Towarzystwo Spiewacze z Odolanowa“  - მ.

დღესასწაული ქართველი ვარსკვლავების კონცერტით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობას ვერიკო ტურაშვილი, სალომე ბაკურაძე, მაკა ზამბახიძე და გიორგი არჩვაძე იღებდნენ. 

ჩვენი მისამართია:
3100, ქალაქი მარტვილი, თავისუფლების ქუჩა, №10
E-mail:martvili.mun@gmail.com 
Tel: 577 95 92 00

ცხელი ხაზი: 577 95 92 00