სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 1
4678
9101112131415
161718192122
232427
 

2018-09-29 - სალხინოს სასახლის კამერატა 2018-ის გახსნა

საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია კამერული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის, „სალხინოს სასახლის კამერატა“-ს, გახსნას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

28 სექტემბერს კამერული მუსიკის ფესტივალის ფარგლებში, მაყურებლის წინაშე, ქართველი შემსრულებლები - ვალერიან შიუკაშვილი და თამარ ლიჩელი წარსდგნენ.

ფესტივალი ხორციელდება ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრეს (ცაავა) ლოცვა–კურთხევითა და მარტვილის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობი მხარდაჭერით. 
ფესტივალის ინიციატორი და სამხატვრო ხელმძღვანელი – შიო აბრახამია, 
ფესტივალის დირექტორი- კომპოზიტორი ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი.

ფესტივალის გახსნას, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე, მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, მარტვილისა და აბაშის პარლამენტარი დეპუტატის ოთარ დანელიას ბიუროს ხელმძღვანელი სოფიო გაბისონია, ფესტივალის სპონსორები, მოწვეული სტუმრები და მელომანები ესწრებოდნენ.

ჩვენი მისამართია:
3100, ქალაქი მარტვილი, თავისუფლების ქუჩა, №10
E-mail:martvili.mun@gmail.com 
Tel: 577 95 92 00

ცხელი ხაზი: 577 95 92 00