სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 13456
789101213
141516171820
212324252627
28293031 

2018-10-19 - პროექტ \"კარდაკარის\" პრინციპი იწყება

საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია მუნიციპალიტეტის  მერთან ალექსანდრე გრიგალავასთან და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მარტვილის საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურის უფროსთან ეკატერინე ნაროუშვილთან ერთად, სამეგრელო–ზემო სვანეთის მიერ ინიცირებული პროექტის –„კარდაკარის“ პრინციპს გაეცნო.

ალექსანდრე მოწერელიამ თხილის კულტურის გადარჩენის მასშტაბური ღონისძიებების გეგმა მუნიციპალიტეტების მერებს, საკრებულოს თავმჯდმარეებს, სოფლის მეურნეობის დარგის სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს გააცნო.

ალექსანდრე მოწერელიას ინიციატივა სოფლის მეურნეობის დარგის სპეციელისტების, ,,თხილის მწარმოებელთა ასოციაციის“, სურსათის ეროვნული სააგენტოს, ,,თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის“ წარმომადგენლებისაგან შექმნილი ჯგუფებების ,,კარდაკარ“ სიარულის პრინციპით მუშაობას მოიცავს. ფერმერებთან ვიზიტის მიზანი მათი თხილის ბაღებში არსებული პრობლემების შესწავლა და კომპეტენტური კონსულტაციის გაწევაა. სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილნი იქნებიან მუნიციპალიტეტების მერიის თანამშრომლები, სოფლების რწმუნებულები, საკრებულოს წევრები, ექსპერტები და მეცნიერები.

შეხვედრაზე თხილის ტექნოლოგიური რუქისა და განსახორციელებელი ღონისძიებების პრეზენტაციაც გაიმართა. აქვე, აღინიშნა, რომ ნიჰილისტურად განწყობილ მოსახლეობას რეგიონის წარმატებული ფერმერები თავიანთ პრაქტიკას გაუზიარებენ. პროცესში ჩაერთვებიან აგრარიკოსები და ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორიცაა ,,ფერერო“ და ,,ოლორი“. როგორც გუბერნატორმა დააანონსა, ჯგუფები რეგიონში მუშაობის კვალდაკვალ მოკვლეული პრობლემების საფუძველზე გაიზრდება. შეხვედრის დასასრულს, თითოეულ მუნიციპალიტეტში კოოპერაციების შექმნის აუცილებლობა და მათი როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კომპანიების მეშვეობით დახვეწა-გაძლიერება დაიგეგმა.

თხილის მავნებლებთან ბრძოლის კამპანია უახლოეს დღეებში, სამუშაო ჯგუფების დაკომპლექტების შემდეგ დაიწყება.

ჩვენი მისამართია:
3100, ქალაქი მარტვილი, თავისუფლების ქუჩა, №10
E-mail:martvili.mun@gmail.com 
Tel: 577 95 92 00

ცხელი ხაზი: 577 95 92 00