სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 123
456789
1112131417
18192021222324
2627282930 

2018-11-10 - სოფელ ნაგებერაოში მალე ახალი საჯარო სკოლა გაიხსნება.

საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე მარტვილის სოფელ ნაგებერაოს საჯარო სკოლის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო.

10 ნოემბერს მინისტრის მოადგილემ სკოლის მშენებლობის მიმდინარეობა ამავე სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორთან ზვიად როსტომაშვილთან, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონიასთან, მერთან ალექსანდრე გრიგალავასთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან მაკა გულორდავასთან ერთად დაათვალიერა.

აღნიშნულ პროექტს საქართვეოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს და მისი ღირებულება 2 638 019 ლარს შეადგენს. სკოლა 120 მოსწავლეზეა გათვლილი და პროექტი მრავალფუნქციური სპორტდარბაზის მშენებლობასაც ითვალისწინებს.

სკოლის მშენებლობა დეკემბრის ბოლოს დასრულდება და სოფელ ნაგებერაოს მოსახლეობას ახალი წლის წინა დღეებში სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლა ჩაბარდება.  

ჩვენი მისამართია:
3100, ქალაქი მარტვილი, თავისუფლების ქუჩა, №10
E-mail:martvili.mun@gmail.com 
Tel: 577 95 92 00

ცხელი ხაზი: 577 95 92 00