სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 123
456789
1112131417
18192021222324
2627282930 

2018-11-15 - \"განავითარე შენი რეგიონი\"- პროექტის პრეზენტაცია.

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია, არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამართულ პრეზენტაციას დაესწრო.

15 ნოემბერს, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, „დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანებისა“ და სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლები გიგა გლუნჩაძე და ანზორ მეგრელიშვილი, მარტვილის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ და  მათ პროექტზე - „განავითარე შენი რეგიონი“, პრეზენტაცია წარუდგინეს.

აღნიშნული ორგანიზაცია მიმდინარე წლის შემოდგომაზე საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში ახორციელებს პროექტს „განავითარე შენი რეგიონი“, რომელიც სოციალური პროგრამის ნაწილია და ემსახურება მუნიციპალიტეტის განვითარების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობას.

პროექტის ფარგლებში  ზაფხულისა და ზამთრის ახალგაზრდული ბანაკების მეშვეობით ხდება უდიდესი ტურისტული სტიმულირების შეტანა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა.

ჩვენი მისამართია:
3100, ქალაქი მარტვილი, თავისუფლების ქუჩა, №10
E-mail:martvili.mun@gmail.com 
Tel: 577 95 92 00

ცხელი ხაზი: 577 95 92 00