სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 1
234678
91011131415
18192022
2326272829
3031 

2018-12-16 - ტრენინგი-„მედიასთან ურთიერთობა, კომუნიკაცია და დებატები"

14-15 დეკემბერს, ბორჯომში, სასტუმროში „ბორჯომი ლიკანი“ ეროვნულ-დემოკრატიულმა  ინსტიტუტმა (NDI) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი მუნიციპალიტეტების მარტვილისა და ქ. ქუთაისის საკრებულოს წევრებისთვის ჩაატარა ტრენინგი თემაზე   „მედიასთან ურთიერთობა, კომუნიკაცია და დებატები“. ტრენინგზე განხილულ იქნა მედიასთან თანამშრომლობისა და ეფექტური საჯარო გამოსვლის საკითხები, მოლაპარაკებების ტექნიკა, კონსტრუქციული ფორმალური და სატელევიზიო დებატები და პრეს-ბრიფინგი. ტრენინგს უძღვებოდნენ საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის დირექტორი თინათინ ცერცვაძე და ჟურნალისტი და მედია ტრენერი, თამარ ჩიხლაძე. აღნიშნულ ტრენინგს მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან ესწრებოდნენ: საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ახვლედიანი, ფრაქცია ,,ქ. ო."-ს თავმჯდომარე ლევან სურმავა, კომისიის თავმჯდომარეები რამაზ ხურცილავა, თორნიკე ჯანაშია და ზურაბ მელიავა, ფრაქციის თავმჯდომარე ბორის მიქავა, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე დათო ხელაია და საკრებულოს წევრი გიზო ხარებავა.

ჩვენი მისამართია:
3100, ქალაქი მარტვილი, თავისუფლების ქუჩა, №10
E-mail:martvili.mun@gmail.com 
Tel: 577 95 92 00

ცხელი ხაზი: 577 95 92 00