სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 1
234678
91011131415
18192022
2326272829
3031 

2018-12-05 - ბიუჯეტის საჯარო განხილვა

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიამ და საკრებულომ 5 დეკემბერს 15:00 სთ-ზე მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის სააქტო დარბაზში, საზოგადოებას  მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი და მასზე გაკეთებული შენიშვნები წარუდგინა.

ღონისძიებაზე მარტვილის მერმა, ალექსანდრე გრიგალავა წარმოადგინა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს და მისი ძირითადი პარამეტრები, საკრებულოს თავმჯდომარემ, ალექსი გაბისონიამ ისაუბრება საკრებულოს მიერ ბიუჯეტის მიმართ გაკეთებულ შენიშვნებზე, ხოლო ფრაქციების წარმომადგენლებმა საზოგადოებას საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს ბიუჯეტის პროექტზე. პრეზენტაციების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

 

აღნიშნულ ღონისძიებას საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების გარდა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, ასევე სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცა საკუთარი აზრი გამოთქვას 2019 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით.

 

ღონისძიება მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. პროგრამა დაფინანსებულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.

 

ჩვენი მისამართია:
3100, ქალაქი მარტვილი, თავისუფლების ქუჩა, №10
E-mail:martvili.mun@gmail.com 
Tel: 577 95 92 00

ცხელი ხაზი: 577 95 92 00