სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 123
456789
1112131417
18192021222324
2627282930 

2018-11-16 - დასაქმების პროგრამის პრეზენტაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ელზა ჯგერენაია, მარტვილის საკრებულოს სხომათა დარბაზში საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა და საზღვარგარეთ ლეგალურად დასაქმების პროექტის შესახებ ინფორმაცია გააცნო. 
დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის მიზანია ქვეყანაში შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკისა და დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარება/განხორციელება. 
🔵პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებებია: 
შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის (www.worknet.gov.ge) განვითარება; 
შრომის ბაზარზე ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტირებების გაწევა მუნიციპალურ დონეზე; 
საშუამავლო მომსახურების გაწევა-განვითარება; 
პროფესიული კონსულტაციისა (პროფკონსულტაცია) და კარიერის დაგეგმვის მომსახურებების გაწევა მუნიციპალურ დონეზე; 
მოწყვლადი, დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების დასაქმების ხელშემწყობი მექანიზმების შემუშავება და დანერგვა (შრომის ანაზღაურების სუბსიდირების გზით); 
დასაქმების ფორუმების მოწყობა; 
შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიებისა და საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოვლენის მიზნით, თვისებრივი კვლევების განხორციელება და მონიტორინგი, მინიმუმ წელიწადში ერთხელ; 
მასობრივი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებისა და საზოგადოების დაინტერესებული მხარეებისა (ადგილობრივი არასამთავრობო/საერთაშორისო ორგანიზაციები, სოციალური პარტნიორები, დამსაქმებლები, დასაქმების კერძო სააგენტოები) და სამუშაოს მაძიებლებისთვის ცნობიერების ამაღლების მიზნით, დასაქმების თემებზე ტრენინგების/სემინარების ორგანიზება და საინფორმაციო ბუკლეტების დაბეჭდვა;
დასაქმების ხელშეწყობის საკითხებსა და არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, სოციალურ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, შემაჯამებელი კონფერენციის მოწყობა.
შეხვედრას მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია, მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარი დეპუტატის ოთარ დანელიას ბიუროს უფროსი სოფიო გაბისონია, სოციალური სამსახურის წარმომადგენლები და დასაქმების პროგრამით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

ჩვენი მისამართია:
3100, ქალაქი მარტვილი, თავისუფლების ქუჩა, №10
E-mail:martvili.mun@gmail.com 
Tel: 577 95 92 00

ცხელი ხაზი: 577 95 92 00