სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 12345
6789101112
131415161819
202122232426
2728293031 

2019-01-25 - ნაგებერაოს საჯარო სკოლის გახსნა

25 იანვარს მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია მოადგილე ალექსანდრე ახვლედიანთან ერთად სოფელ ნაგებერაოში საჯარო სკოლის  საზეიმო გახსნას დაესწრო.

სკოლა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ გახსნა.

სკოლის გახსნის საზეიმო ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, რესურს ცენტრის უფროსი მაკა გულორდავა, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, პედაგოგები და ადგილობრივი მოსახლეოა დაესწრო.

პროექტი საქართვეოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომგანახორციელა და მისმა ღირებულებამ 2 638 019 ლარი შეადგინა. სკოლა 120 მოსწავლეზეა გათვლილი.  პროექტის ფარგლებში აშენდა მრავალფუნქციური თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტდარბაზი.

საზეიმო ღონისძიებაზე მოსწავლეებმა მოწვეულ სტუმრებს მხატვრული და მუსიკალური ნომრები წარუდგინეს. 

ჩვენი მისამართია:
3100, ქალაქი მარტვილი, თავისუფლების ქუჩა, №10
E-mail:martvili.mun@gmail.com 
Tel: 577 95 92 00

ცხელი ხაზი: 577 95 92 00