სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
24678
91011121415
16171819202122
23242526272829
30 

2019-06-13 - საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

13 ივნისს, 12:00 სთ–ზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია უძღვებოდა.
სხდომამ განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 13 ივნისის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/ 
2. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. 
/მომხსენებელი-დარეჯან ხუნწელია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის-იურიდიული განყოფილების უფროსის მ/შ/
3. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ქართული ოცნება-მრეწველების“ შექმნასთან დაკავშირებით მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის დასკვნის ცნობად მიღების შესახებ.
/მომხსენებელი–რამაზ ხურცილავა, კომისიის თავმჯდომარე/
სხდომამ აღნიშნულ საკითხებზე მიიღო შესაბამისი დადგენილება და განკარგულებები.

ჩვენი მისამართია:
3100, ქალაქი მარტვილი, თავისუფლების ქუჩა, №10
E-mail:martvili.mun@gmail.com 
Tel: 577 95 92 00

ცხელი ხაზი: 577 95 92 00