სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
134567
891011121314
151617182021
22232425262728
2930 

2019-12-19 - საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

2019 წლის 19 დეკემბერს 12 საათზე საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია უძღვებოდა.

🔵სხდომას ესწრებოდნენ მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე ხურცილავა და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მ/შ ქეთევან ბაჩილავა .

 სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:

🔽 1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 19 დეკემბრის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ; 
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/ 
🔽 2. მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შპს ,,პისი მაქსი’’-სთვის სარგებლობის უფლებით უძრავი ქონების პირობით გაცემაზე მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ. 
/მომხსენებელი-ალექსანდრე ხურცილავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე/ 
🔽 3. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიასა და ,,გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP)” შორის საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსანდრე ხურცილავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე/ 
🔽 4. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
/მომხმარებელი-ქეთევან ბაჩილავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მ/შ/
🔽 5. 2020 წელს მარტვილის მუნიციპალიტეტში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების მოწონებისა და ინიცირების შესახებ.
/მომხსენებელი-ალექსანდრე ხურცილავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე/

 მიღებულ იქნა შესაბამისი დადგენილება და განკარგულებები.

ჩვენი მისამართია:
3100, ქალაქი მარტვილი, თავისუფლების ქუჩა, №10
E-mail:martvili.mun@gmail.com 
Tel: 577 95 92 00

ცხელი ხაზი: 577 95 92 00