სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 124
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 

2020-04-03 - რიგგარეშე სხდომა

3 აპრილს 13:00 საათზე მარტვილის მუნიციპალიტეტის ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა,სადაც გათვალისწინებული იყო ჯანდაცვის სამინისტრტოს რეკომენდაციები.სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია ხელმძღვანელობდა.სხდომას ესწრებოდა მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა და მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე ხურცილავა.

✔️ დღისწესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები:

🔸1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 3 აპრილის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
🔸2. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სსიპ ,,საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის“ უსასყიდლო არსებობის ვადით (უზუფრუქტით) გადაცემაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე;
/მომხსენებელი-ალექსანდრე გრიგალავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი/
🔸3. ,,2020 წელს მარტვილის მუნიციპალიტეტში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების მოწონებისა და ინიცირების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 19 დეკემბრის №57 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხსენებელი-ალექსანდრე გრიგალავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი/

 აღნიშნულ საკითხებზე მიიღეს შესაბამისი განკარგულებები

ჩვენი მისამართია:
3100, ქალაქი მარტვილი, თავისუფლების ქუჩა, №10
E-mail:martvili.mun@gmail.com 
Tel: 577 95 92 00

ცხელი ხაზი: 577 95 92 00