სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 1
2467
91011121315
16171819202122
232425262728
3031 

2020-08-03 - მორიგი სხდომა

3 აგვისტოს 12:00 საათზე მარტვილის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა,სადაც გათვალისწინებული იყო ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.სხდომას თავმჯდომარეობდა მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია.

🟢დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები:

🔵1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 3 აგვისტოს მორიგი სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
🔵2. „მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი-ალექსანდრე ხურცილავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე/
/თანამომხსენებელი-დარეჯან ხუნწელია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსის მ/შ/
🔵3. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის (ელექტრონული/საჯარო) ფორმით პრივატიზებისას (პირობით/ უპირობოდ) ბიჯის სიდიდის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, სარგებლობის/მართვის უფლებით გადაცემისას ელექტრონულ აუქციონში (პირობებით/უპირობოდ) გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულების, იჯარის ხელშეკრულების, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, საჯარო აუქციონში მონაწილის განცხადების, რეგისტრაციის ჟურნალის, ბილეთის ფორმების დამტკიცებისა და ბილეთის ფასის განსაზღვრის შესახებ’’ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 22 ოქტომბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი-ალექსანდრე ხურცილავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე/
/თანამომხსენებელი-დარეჯან ხუნწელია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსის მ/შ/
🔵4. „მარტვილის მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტი (2020-2023)“-ის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსანდრე ხურცილავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე/
/თანამომხსენებელი-ბონდო თოფურია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი-ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების უფროსი/
🔵5. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების შ.პ.ს. ,,სვი“-სთვის პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო სარგებლობის (იჯარის) უფლებით 2020 წლის 05 აგვისტოდან 2020 წლის 23 აგვისტომდე ვადით გადაცემის შესახებ მარტვილის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე;
/მომხსენებელი-ალექსანდრე ხურცილავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე/
🔵6. მარტვილის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების მეორე კვარტლის ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე.
/მომხსენებელი-ალექსანდრე ხურცილავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე/
/თანამომხსენებელი- ქეთევან ბაჩილავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მ/შ/

მიღებულიქნა შესაბამისი განკარგულებები და დადგენილებები.

ჩვენი მისამართია:
3100, ქალაქი მარტვილი, თავისუფლების ქუჩა, №10
E-mail:martvili.mun@gmail.com 
Tel: 577 95 92 00

ცხელი ხაზი: 577 95 92 00