2020-08-08 - 08/08/08![]() 🇬🇪 2008 წლის 8 აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა. 🇬🇪მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, მოადგილემ,მერმა ,მერის მოადგილეებმა საკრებულოსა და მერიის თანამშრომებთან ერთად ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას. 🇬🇪ამ დღის პატივსაცემად ადმინისტრაციულ შენობებზე დაუშვეს სახელმწიფო დროშები. 🇬🇪8 აგვისტოს ომში 4 მარტვილელი მეომარი დაიღუპა- მაიორი გელა ჭედია, სერჟანტი პაატა კოპალიანი, კაპრალი გიზო წულაია და ლეიტენანტი ბესიკ ხულორდავა. 🇬🇪ჭყონდიდის მიტროპოლიტმა გრიგოლ კაციამ აგვისტოს ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
|
|