2020-08-14 - რიგგარეშე სხდომა![]() 🔹14 აგვისტოს 11:00 საათზე მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა,სადაც გათვალისწინებული იყო ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.სხდომას თავმჯდომარეობდა მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია. 🟢დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები: 🔵1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 14 აგვისტოს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ; /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/ 🔵2. ,,2020 წელს მარტვილის მუნიციპალიტეტში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების მოწონებისა და ინიცირების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 19 დეკემბრის №57 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. /მომხსენებელი-ალექსანდრე ხურცილავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე/ ✅ მიღებულიქნა შესაბამისი განკარგულებები. |
|