სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 1
2467
91011121315
16171819202122
232425262728
3031 

2020-08-29 - ბანძის სიონობა

🔹 მარტვილის მუნიციპალიტეტის ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულში ბანძის სიონობა და დეკანოზ ანტონ კეკელიას 100 წლისთავი აღინიშნა.

🔹 ამ დღესთან დაკავშირებით ბანძის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში სამეუფეო წირვა აღევლინა.

🔹 დეკანოზ ანტონ კეკელიას საცხოვრებელი სახლის ეზოში კონფერენცია გაიმართა, სადაც ისაუბრეს დეკანოზის მოღვაწოებაზე. დეკანოზი ანტონი ერთ-ერთი გამორჩეული მოძღვარი იყო. მის სახელთან არის დაკავშირებული რეგიონში არაერთი სკოლის და გიმნაზიის გახსნა. ის ზრუნავდა არა მარტო თავის მრევლზე, არამედ სხვა აღმსარებლობის მოქალაქეებზე, კერძოდ ბანძაში მცხოვრებ ებრაელებზე.

🔹 დღის ბოლოს, კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ: „ერისიონი“, „სუხიშვილები“, თიკა მახალდიანი, ბორის და სოფო ბედიები, ანსამბლი „გორდელა“, ირაკლი ფირცხალავა, ხატია ჯიქიძე, ადგილობრივი ფოლკ-ჯგუფი „ჭყონდიდი“, ანსამბლები „იმედი“, „სამა“, „კოლხიდა“ და სხვა.

🔹 ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა და სამეგრელო ზემო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია, მერის მოადგილე აკაკი ხუნწელია, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, სასულიერო პირები, მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.

🔹 ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

 

https://bit.ly/34TMUxz

 

   

ჩვენი მისამართია:
3100, ქალაქი მარტვილი, თავისუფლების ქუჩა, №10
E-mail:martvili.mun@gmail.com 
Tel: 577 95 92 00

ცხელი ხაზი: 577 95 92 00