2020-09-07 - მორიგი სხდომა![]() 🆕მიმდინარე წლის 7 სექტემბერს, 11:30 საათზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია ხელმძღვანელობდა. სხდომაზე გათვალისწინებული იყო ჯანდაცვის სამინისტრტოს რეკომენდაციები. 🔷 დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები განიხილეს: 🔵1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 7 სექტემბრის მორიგი სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ; 🔵2. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი’’ შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) ჩატარებისთვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ; 🔵3. ,,2020 წელს მარტვილის მუნიციპალიტეტში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების მოწონებისა და ინიცირების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 19 დეკემბრის №57 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე; 🔵4. საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მარტვილის მუნიციპალიტეტში შესასრულებელი სამუშაოების კორექტირებული ნუსხის მოწონების შესახებ. ✅აღნიშნულ საკითხებზე მიიღეს შესაბამისი განკარგულებები.
|
|