სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
123467
8911121314
15161718192021
22232425262728
2930 

2020-11-10 - რიგგარეშე სხდომა

🆕 მიმდინარე წლის 10 ნოემბერს 11 საათზე გივი ელიავას სახელობის მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ეზოში, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიამართა , სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია.სხდომას ესწრებოდა მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა,მერის მოადგილე აკაკი ხუნწელია და დაინტერესებული პირები
🔶 დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები განიხილეს:
🔸 1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 10 ნოემბრის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ; /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
🔸2. საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მარტვილის მუნიციპალიტეტში შესასრულებელი სამუშაოების კორექტირებული ნუსხის მოწონების შესახებ; /მომხსენებელი-ალექსანდრე გრიგალავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი/
🔸3. „მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე; /მომხსენებელი-ალექსანდრე გრიგალავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი/
🔸4. მარტვილის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების მესამე კვარტლის ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე. /მომხსენებელი-ალექსანდრე გრიგალავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი/
✅აღნიშნულ საკითხებზე მიიღეს განკარგულებები და დადგენილება
 
 

ჩვენი მისამართია:
3100, ქალაქი მარტვილი, თავისუფლების ქუჩა, №10
E-mail:martvili.mun@gmail.com 
Tel: 577 95 92 00

ცხელი ხაზი: 577 95 92 00