სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272930
31 

2021-01-28 - საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

🆕 დღეს, 28 იანვარს 12:00 საათზე მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა.
სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია
🔷 საკრებულოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით განსაზღვრული შემდეგი საკითხიები:
🔵1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 28 იანვრის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ; /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
🔵2. „მარტვილის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის 2020 წლის 18 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე; /მომხსენებელი-ალექსანდრე ხურცილავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე/
🔵3. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 18 დეკემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე; /მომხსენებელი-ალექსანდრე ხურცილავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე/
🔵4. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვებაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ; /მომხსენებელი-ალექსანდრე ხურცილავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე/
🔵5. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვებაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისათვის თანხმობის მიცემის შესახებ. /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
✅აღნიშნულ საკითხებზე მიღებულიქნა შესაბამისი განკარგულებები და დადგენილებები

ჩვენი მისამართია:
3100, ქალაქი მარტვილი, თავისუფლების ქუჩა, №10
E-mail:martvili.mun@gmail.com 
Tel: 577 95 92 00

ცხელი ხაზი: 577 95 92 00