2021-03-15 - რიგაგრეშე სხდომა![]() 2021 წლის 15 მარტს 12:00 საათზე საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა,რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია უძღვებოდა. 🔸სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით განსაზღვრული შემდეგი საკითხიები: 🔶1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 15 მარტის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ; /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/ 🔶2. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად გელა საკანდელიას უფლებამოსილების ცნობის შესახებ; /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/ 🔶3. „მარტვილის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 18 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. /მომხსენებელი-ბონდო თოფურია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მ/შ/ 🔶4. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ. /მომხსენებელი-სიმონ რევია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსი/ ✅აღნიშნულ საკითხებზე მიღებულიქნა შესაბამისი დადგენილება და განკარგულებები. |
|