სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 1
2345678
9101112131415
1617182022
23242526272829
3031 

2021-05-21 - საკრებულოს სხდომა

21 მაისს 14:00 საათზე საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია უძღვებოდა
სხდომაზე მუისმინეს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პარტნიორები დემოკრატიის განვითარებისთვის“ წარმომადგენლებს მათ მიეცათ პრეზენტაციის ჩატარების შესაძლებლობა სადაც აღნიშნეს, რომ, არასამთავრებო ორგანიზაცია ,,პარტნიორები დემოკრატიის განვითარებისთვის“ 2014 წლიდან საერთაშორისო თუ ადგილობრივი დონორების მხარდაჭერით პერიოდულად ახორციელებს სხვადასხვა ტიპის პროექტებს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერისა და ცნობიერების ამაღლების კამპანიებს. ორგანიზაცია მიზანშეწონილად მიიჩნევს მარტვილის მუნიციპალიტეტში გამოვიდეს ინიციატივით, რაც პალიატიური ზრუნვის საჭიროების მქონე პირებისთვის მუნიციპალური მხარდაჭერის პროგრამის დანერგვას გულისხმობს.
ასევე საკრებულოს წინაშე სიტყვით გამოვიდა მოქალაქე კობა ჯანაშია, რომელმაც საკრებულოს წევრებს საკუთარი თავი წარუდგინა როგორც ტურიზმის სფეროში სამეწარმეო საქმიანობით მოღვაწე პიროვნება და გამოხატა სურვილი რომ მისი ბიზნესი დაუკავშიროს მარტვილს და აღნიშნული სფეროს განვითარების მიზნით ითხოვა მხარდაჭერა შესაბამისი სამსახურებიდან.
ამის შემდეგ განიხილეს დღის წესრიგით განსაზღვრული შემდეგი საკითხიები:
 
1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 21 მაისის სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ; /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
 
2. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სს ,,სილქნეტი’’-სთვის სარგებლობის უფლებით უძრავი ქონების პირობით გაცემაზე მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 18 დეკემბრის N42 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ; /მომხსენებელი-ალექსანდრე ხურცილავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე/
 
3. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შპს ,,ახალი ქსელები’’-სთვის სარგებლობის უფლებით უძრავი ქონების პირობით გაცემაზე გამგებლისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის N81 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ; /მომხსენებელი-ალექსანდრე ხურცილავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე/
 
4. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შპს ,,მაგთიკომი“-სთვის სარგებლობის უფლებით უძრავი ქონების პირობით გაცემაზე მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 02 დეკემბრის N53 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ; /მომხსენებელი-ალექსანდრე ხურცილავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე/
 
5. მარტვილის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების პირველი კვარტლის ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე; /მომხსენებელი-ბონდო თოფურია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მ/შ/
 
6. სხვადასხვა
 
აღნიშნულ საკითხებზე მიღებულიქნა შესაბამისი სამართლებრივი აქტები.

ჩვენი მისამართია:
3100, ქალაქი მარტვილი, თავისუფლების ქუჩა, №10
E-mail:martvili.mun@gmail.com 
Tel: 577 95 92 00

ცხელი ხაზი: 577 95 92 00