სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 1234
57891011
12131415161718
19202122232425
2627282930 

2021-09-06 - მორიგი სხდომა

6 სექტემბერს 12:00 საათზე საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა,რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია უძღვებოდა.
👇 სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით განსაზღვრული შემდეგი საკითხიები:
🔷1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 6 სექტემბრის მორიგი სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ; /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
🔷2. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მარტვილის მუნიციპალიტეტში შესასრულებელი სამუშაოების კორექტირებული ნუსხის მოწონების შესახებ; /მომხსენებელი-ალექსანდრე ხურცილავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე/
🔷3. მარტვილის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ბალდა-გაჭედილის (სკურდი) წყალმომარაგების სისტემის ობიექტების, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „მარტვილის კეთილმოწყობის ცენტრი“-სთვის, მეთვალყურეობისა და მოვლა პატრონობის მიზნით, უზუფრუქტის წესით (არსებობის ვადით) გადაცემის თაობაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ; /მომხსენებელი-მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის უფროს სიმონ რევია/
🔷4. მარტვილის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების მეორე კვარტლის ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე; /მომხსენებელი-ალექსანდრე ხურცილავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე/
🔷5. სხავადასხვა.
✅ აღნიშნულ საკითხებზე მიღებულიქნა შესაბამისი განკარგულებები.

 

https://www.facebook.com/media/set?vanity=814699038561413&set=a.4558992644132015

ჩვენი მისამართია:
3100, ქალაქი მარტვილი, თავისუფლების ქუჩა, №10
E-mail:martvili.mun@gmail.com 
Tel: 577 95 92 00

ცხელი ხაზი: 577 95 92 00