სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 124
578911
12131415161718
19202123
262728 

2017-02-06 - საკრებულოს მორიგი სხდომა

6 თებერვალს, 12:00 საათზე მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია თავმჯდომარეობდა. სხდომას საკრებულოს აპარატის წევრები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები: 1.მარტვილის მუნიციპალიტეტის 2017 წლის 6 თებერვლის მორიგი სხდომის დრის წესრიგის დამტკიცების შესახებ; /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/ 2.,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის N23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე. /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/ 3. მარტვილის მუნიციპალიტეტის ინჩხურის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქე ნატო გაბეშიას სამკურნალოდ თანხის ჩარიცხვის შესახებ. /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/ 4. მარტვილის მუნიციპალიტეტის აბედათის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქე სოსო ხურცილავას სამკურნალოდ თანხის ჩარიცხვის შესახებ. /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/ 5. მარტვილის მუნიციპალიტეტის ნაჯახაოს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქე თემურ დანელიას მცირეწლოვანი შვილის ირაკლი დანელიას საზღვარგარეთ მკურნალობისათვის ტრანსპორტირების თანხის ჩარიცხვის შესახებ. /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/ სხდომაზე მიღებულ იქნა შესაბამისი დადგენილება და განკარგულებები.

 

ჩვენი მისამართია:
3100, ქალაქი მარტვილი, თავისუფლების ქუჩა, №10
E-mail:martvili.mun@gmail.com 
Tel: 577 95 92 00

ცხელი ხაზი: 577 95 92 00