სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 124
578911
12131415161718
19202123
262728 

2017-02-10 - საქველმოქმედო საღამო ირაკლის გადასარჩენად

საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, კერძო სკოლა „სხივში“ საქველმოქმედო აქციას დაესწრო. საქველმოქმედო ღონისძიება 8 წლის ირაკლი დანელიას დასახმარებლად ჩატარდა, რომელსაც თავის ტვინის სიმსივნის იშვიათი ფორმა აღმოაჩნდა. ოპერაცია ავსტრიაში უნდა გაკეთდეს, რისთვისაც მას 40 000 ევრო ესაჭიროება. საღამო კერძო სკოლა „სხივის“ ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა. მასში მონაწილეობა ადგილობრივმა მოსწავლეებმა, ანსამბლმა ,,ლალემ" და მომღერალმა თეკლე კვესელავამ მიიღო. ღონისძიებიდან შემოსული თანხა ირაკლის ანგარიშზე გადაირიცხა.

ჩვენი მისამართია:
3100, ქალაქი მარტვილი, თავისუფლების ქუჩა, №10
E-mail:martvili.mun@gmail.com 
Tel: 577 95 92 00

ცხელი ხაზი: 577 95 92 00