სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 124
578911
12131415161718
19202123
262728 

2017-02-22 - ბიუროს სხდომა

22 თებერვალს, 12 საათზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საკრებულო  ბიუროს სხდომა გაიმართა. სხდომას  საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია თავმჯდომარეობდა. სხდომას ესწრებოდა მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე გიორგი გოროზია და საკრებულოს აპარატის თანამშრომლები.

დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები:

  1. მარტვილის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო და მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ;

/მომხსენებელი–ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

  1. მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების და მისი განაკვეთის შესახებ.

/მომხსენებელი–ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

ბიუროს სხდომაზე განხილული აღნიშნული საკითხები გატანილ იქნება საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, რომელიც გაიმართება პარასკევს, 24 თებერვალს , 14:00 საათზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.

ჩვენი მისამართია:
3100, ქალაქი მარტვილი, თავისუფლების ქუჩა, №10
E-mail:martvili.mun@gmail.com 
Tel: 577 95 92 00

ცხელი ხაზი: 577 95 92 00