სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 124
578911
12131415161718
19202123
262728 

2017-02-24 - საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

24 თებერვალს, 14:00 საათზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია.

დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები:

1.მარტვილის მუნიციპალიტეტის 2017 წლის 24 თებერვლის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;

/მომხსენებელი–ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

2.         მარტვილის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო და მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ;

/მომხსენებელი–ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

3.         მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების და მისი განაკვეთის შესახებ;

/მომხსენებელი–ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

  1. „მარტვილის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

/მომხსენებელი–ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

სხდომაზე მიღებულ იქნა შესაბამისი დადგენილებები და განკარგულებები.

ჩვენი მისამართია:
3100, ქალაქი მარტვილი, თავისუფლების ქუჩა, №10
E-mail:martvili.mun@gmail.com 
Tel: 577 95 92 00

ცხელი ხაზი: 577 95 92 00