სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 34
5781011
121415161718
19202324
2627282930 

2017-03-22 - მარტვილში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნ

22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის საჯარო მოხელეებმა დასუფთავების აქციაში მიიღეს მონაწილეობა.

      საჯარო მოხელეებთან ერთად დასუფთავების აქციაში ჩაერთვნენ სხვადასხვა სამსახურების  და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. დასუფთავების აქციის მონაწილეებმა მდინარე აბაშის სანაპირო ზოლი პოლიეთილენის ბოთლებისგან, პარკებისგან და საყოფაცხოვრებო ნივთებისგან გაწმინდეს.

1993 წელს, 22 მარტი წყლის საერთაშორისო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ დააწესა. ეს არის დღე, როდესაც მსოფლიო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებენ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი პროდუქტია სასმელი წყალი კაცობრიობისათვის და რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება წყლის რესურსების მოფრთხილებასა და დაცვას.

შეგროვებული ნარჩენების გატანა მარტვილის დასუფთავების სამსახურმა უზრუნველყო. 

ჩვენი მისამართია:
3100, ქალაქი მარტვილი, თავისუფლების ქუჩა, №10
E-mail:martvili.mun@gmail.com 
Tel: 577 95 92 00

ცხელი ხაზი: 577 95 92 00