სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 1
24678
10131415
16171819202122
23252627
30 

2017-04-05 - ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების კონკურსი

 5 აპრილს მარტვილის ზ.ანჯაფარიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში გაიმართა ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების III ეროვნული კონკურსის პირველი ტური. მასში მონაწილეობა, მარტვილის სამუსიკო სკოლის გუნდმა და 6 საჯარო სკოლის გუნდმა მიიღო.  

მარტვილში ჩატარებული კონკურსს აფასებდა კომპეტენტური ჟიური:

მიხეილ ედიშერაშვილი – საგუნდო საზოგადოების და  ეროვნული კონკურსის  აღმასრულებელი დირექტორი,  თბილისის  სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი, საგუნდო დირიჟორი;

შიო აბრახამია – კონკურსის  საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე,  საგუნდო საზოგადოების  სამეგრელოს ფილიალის ხელმძღვანელი, საგუნდო დირიჟორი;

ჟიურის  საპატიო წევრი – მაკა გულორდავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის  რესურსცენტრის ხელმძღვანელი, კონკურსის  საორგანიზაციო კომიტეტის  წევრი.

მეორე ტურში გადასულები ერთ კვირაში გამოვლინდებიან.

კონკურსის ორგანიზატორია   საქართველოს  საგუნდო საზოგადოება.   მასში მონაწილეობს ჩვენი ქვეყნის  200-ზე მეტი  საგუნდო კოლექტივი - ზოგადსაგანმანათლებლო, სახელოვნებო, ფოლკლორის, სალოტბარო და სამგალობლო სკოლებიდან;  კულტურისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის  ცენტრებიდან;  პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლებიდან. 

კონკურსის  მიზანია: აკადემიური საგუნდო სიმღერის პოპულარიზაცია, ეროვნული სასიმღერო ტრადიციების დაცვა, ქართველი კომპოზიტორების შემოქმედების პოპულარიზაცია, ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მხარდაჭერა და მონიტორინგი.

კონკურსი მიმდინარეობს  შემდეგ  კატეგორიებში:

  • A - აკადემიური საგუნდო სიმღერა
  • B - ქართული ხალხური სიმღერა
  • C - ქართული გალობა

კონკურსის მეორე ტური  თბილისში 7 და 9  მაისს გაიმართა.  კონკურსის  გალა კონცერტი და გამარჯვებულთა  დაჯილდოება გაიმართება 2 ივნისს თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში. გალა კონცერტზე მსმენელის წინაშე წარსდგებიან ოქროს მედალოსანი და გრანპრიორი კოლექტივები. 

ჩვენი მისამართია:
3100, ქალაქი მარტვილი, თავისუფლების ქუჩა, №10
E-mail:martvili.mun@gmail.com 
Tel: 577 95 92 00

ცხელი ხაზი: 577 95 92 00