სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 12346
7810111213
15161720
21232427
283031 

2017-05-09 - ფაშიზმზე გამარჯვების დღე

 9 მაისს მარტვილის მუნიციპალიტეტში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს. მარტვილის  და აბაშის მაჟორიტარმა დეპუტატმა ოთარ დანელიამ  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 72–ე წლის იუბილე მიულოცა. მარტვილის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 11  სამამულო ომის ვეტერანს–ხაინდრავა კონსტანტინეს, ჯიქია გრიგოლს, ბარამია ვალიკოს, წულაია ხუშას, წულაია გრიშას, სილაგავა სარდიონს, სურმავა დავითს, ლაგვილავა ალმენტის, თოფურია დავითს, დგებუაძე აკაკის და ჩარგაზია ბაშოს   მთავრობის გადაწყვეტილებით 600 ლარი და მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს გადაწყვეტილებით დამატებით 300 ლარი გადაეცათ საჩუქრად. ხოლო მარჩენალდაკარგულ 16 ოჯახს ერთჯერადი 300 ლარი გადაეცა. ვეტერანებს საჩუქრები მაჟორიტარმა დეპუტატმა გადასცა.
   მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და საჯარო მოხელეებმა გვირგვინით შეამკეს შინმოუსვლელთა მემორიალი და პატივი მიაგეს სამამულო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას. 

ჩვენი მისამართია:
3100, ქალაქი მარტვილი, თავისუფლების ქუჩა, №10
E-mail:martvili.mun@gmail.com 
Tel: 577 95 92 00

ცხელი ხაზი: 577 95 92 00