სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 12346
7810111213
15161720
21232427
283031 

2017-05-14 - ფოლკლორული ფესტივალი \"ჭყონდიდი\".

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია და მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე გრიგალავა ადგილობრივი ხელისულების წარმომადგენლებთან ერთად მარტვილში ფოლკლორულ ფესტივალს დაესწრო.
13 მაისს მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ორგანიზებითა და მარტვილის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლის წინ (ღია ცის ქვეშ) გაიმართა გიორგი წივწივაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფოლკლორული ფესტივალი „ჭყონდიდი.“ 
ფესტივალის მონაწილე ფოლკლორულმა ჯგუფებმა ღონისძიება საზეიმო მსვლელობით გახსნეს. ადგილობრივი ფოლკლორულ ანსამბლებთან ერთად, ფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ ანსამბლები თბილისიდან, ზუგდიდიდან, სენაკიდან, ხონიდან, ქარელიდან, ჯვარიდან, ოზურგეთიდან და აბაშიდან. 
ფესტივალის ორგანიზატორებმა, ღონისძიებაში მონაწილე ყველა ფოლკლორული ანსამბლი დიპლომებით დააჯილდოვა. მონაწილეებს ჯოლდოები მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე გრიგალავამ და კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის უფროსმა გიორგი ყურუამ გადასცა. 
ფესტივალის მონაწილეებს ასევე, ხელით შესრულებული, სიბოლური საჩუქარი გადასცა ჩოხოსანთა საზოგადოების მარტვილის სადროშოს ხელმძღვანელმა გიორგი კოკაიამ. 
ფესტივალი „ჭყონდიდი“ ფეიერვერკებით საზეიმოდ დაიხურა და ერთი წლით დაემშვიდობა მაყურებელს.

 

   

ჩვენი მისამართია:
3100, ქალაქი მარტვილი, თავისუფლების ქუჩა, №10
E-mail:martvili.mun@gmail.com 
Tel: 577 95 92 00

ცხელი ხაზი: 577 95 92 00