სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 12346
7810111213
15161720
21232427
283031 

2017-05-29 - თბილისის ბავშვთა გაერთიანებული გუნდი მარტვილში

   29 მაისს მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია, გამგებელი ალექსანდრე გრიგალავა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში, თბილისის ბავშვთა გაერთიანებული გუნდის კონცერტს დაესწრნენ.

    თბილისის ბავშვთა გაერთიანებული გუნდის მიერ კონცერტზე შესრულდა მოცარტის, გერშვინის, ჭულუხაძის, ვაშაკიძის საგუნდო ნაწარმოებები და მუსიკა მხატვრული და ანიმაციური ფილმებიდან. გუნდის მთავარი რეჟისორია შიო აბრახამია, ქორმაისტერი - თამარ თალაკვაძე, პედაგოგი - სალომე მაკარიძე.

     კონცერტს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სამუსიკო სკოლის პედაგოგები, მოსწავლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

      აღნიშნულმა კონცერტმა დამსწრე საზოგადოებაში დიდი მოწონება დაიმსახურა.  

ჩვენი მისამართია:
3100, ქალაქი მარტვილი, თავისუფლების ქუჩა, №10
E-mail:martvili.mun@gmail.com 
Tel: 577 95 92 00

ცხელი ხაზი: 577 95 92 00