სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 23
4678910
1112131617
1819202324
252730 

2017-06-22 - ევროპის 19 წლამდე ჩემპიონატის თასი მარტვილში

ევროპის 19 წლამდე ჩემპიონატის თასი მარტვილში იმყოფებოდა.

22 ივნისს მარტვილის რაიონის სოფელ სერგიეთში მშენებარე საფეხბურთო ბაზაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით და მარტვილის საფეხბურთო სკოლის ორგანიზებით ევროპის 19 წლამდე ჩემპიონატის თასს უმასპინძლეს.

ღონისძიების ფარგლებში, მშენებარე ბაზაზე მოეწყო ფოტო გამოფენა, საფეხბურთო ბაზის ძველი და ახალი ფოტოების.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საფეხბურთო  სკოლის დირექტორმა ჯესი სურმავამ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრების  მთავარი მწვრთნელის თანაშემწემ ზურაბ ხიზანიშვილმა, მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე გრიგალავამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსი გაბისონიამ.

თასის დახვედრის ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები, მარტვილის საფეხბურთო კლუბ „მერანისა“ და „სალხინოს“ ფეხბურთელები, ადგილობრივი მოსახლეობა და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

სტუმრებმა თასის წარდგენის შემდეგ დაათვალიერეს მშენებარე ბაზა და მიმდინარე და ჩატარებულ სამუშაოებს გაეცვნენ. 

ჩვენი მისამართია:
3100, ქალაქი მარტვილი, თავისუფლების ქუჩა, №10
E-mail:martvili.mun@gmail.com 
Tel: 577 95 92 00

ცხელი ხაზი: 577 95 92 00