სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 23
4678910
1112131617
1819202324
252730 

2017-06-28 - ,,მადლობა მასწავლებელო“

28 ივნისს 12:00 საათზე მარტვილის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, კულტურისა და ახალგაზრდობის ცენტრის თანამონაწილეობით და  ადგილობრივი ბიზნესმენების დაფინანსებით მარტვილის ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში განხორციელდა პროექტი ,, მადლობა მასწავლებელო“.

პროექტში მონაწილეობა მიიღო 400–ზე მეტმა პედაგოგმა. მუნიციპალიტეტის სკოლების მოქმედ    და ღვაწლმოსილ ყოფილ პედაგოგებს გადაეცათ მადლობის ბარათი და სხვადასხვა სახის საჩუქრები. 

პედაგოგებისთვის გამართულ ღონისძიებას, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია, გამგებელი ალექსანდრე გრიგალავა, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და პოლონეთის ქალაქ ოდოლანოვის ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

ჩვენი მისამართია:
3100, ქალაქი მარტვილი, თავისუფლების ქუჩა, №10
E-mail:martvili.mun@gmail.com 
Tel: 577 95 92 00

ცხელი ხაზი: 577 95 92 00