სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 1
28
912131415
16171819202122
23242526272829
3031 

2017-07-04 - „ლეგენდა მარტვილზე“

10–15 ივლისს მარტვილი  მე–2  ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს.

ფოლკლორული ფესტივალი „ლეგენდა მარტვილზე“  მარტვილის მუნიციპალიტეტისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ჩოხოსან რაინდთა დასის ორგანიზებით იმართება.

საზეიმო გახსნა 10 ივლისს 20 საათზე ქალაქ მარტვილში გაიმართება.

ფესტივალს  11 ივლისს 18 სთ–ზე ჩხოროწყუ, 12 ივლისს 18 სთ–ზე აბაშა, 13 ივლისს 17 სთ–ზე კი ქ. გორი უმასპინძლებს. ხოლო დახურვა 14 ივლისს ქ. მარტვილში 20 სთ–ზე გაიმართება.

საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობას საქართველოს, იტალიის, ბულგარეთის, რუსეთის, ლიტვის, თურქეთის და უკრაინის ქორეოგრაფიულ–ფოლკლორული ანსამბლები და ჯგუფები იღებენ.

ფესტივალს „ლეგენდა მარტვილზე“ საფუძველი 2016 წელს ჩაეყარა და იგი ყოველი წლის ივლისის თვეში გაიმართება. 

ჩვენი მისამართია:
3100, ქალაქი მარტვილი, თავისუფლების ქუჩა, №10
E-mail:martvili.mun@gmail.com 
Tel: 577 95 92 00

ცხელი ხაზი: 577 95 92 00