სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 1245
69101112
131415171819
20212223242526
2728293031 

2017-08-08 - \"სამშობლო ჯილდოცაა და სასჯელიც\"

2008 წლის 8 აგვისტო გაიხსენეს მარტვილში და პატივი მიაგეს ომში დაღუპული გმირების, მაიორ გელა ჭედიას, სერჟანტ პაატა კოპალიანის, კაპრალ გიზო წულაიას და ლეიტენანტ ბესიკ ხულორდავას ხსოვნას.

ამ დღესთან დაკავშირებით არაერთი ღონისძიება გაიმართა მარტვილში. სახელმწიფო დაწესებულებებში გლოვის ნიშნად დაუშვეს დროშები.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საჯარო მოხელეებთან ერთად გვირგვინებით შეამკეს დაღუპული გმირების საფლავები და მემორიალი.

გელა ჭედიას მშობლიურ ლეციცხვაიეს საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ლიტერატურული კომპოზიცია წარმოადგინეს, რომელიც 8 აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს ეძღვნებოდა.

დღის მეორე ნახევარში, მარტვილის კულტურის სახლში, ჭყონდიდელი მიტროპოლიტის მეუფე პეტრეს (ცაავა) ლოცვა–კურთხევით, მარტვილის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერითა და მარტვილის კულტურის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა ლიტერატურული კომპოზიცია "სამშობლო ჯილდოცაა და სასჯელიც".

ღონისძიებას მეუფე პეტრე, სამღვდელოების წარმომადგენლები, ადგილობრივი ხელისუფლება, დაღუპული გმირების ოჯახის წევრები და ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრო.

ჩვენი მისამართია:
3100, ქალაქი მარტვილი, თავისუფლების ქუჩა, №10
E-mail:martvili.mun@gmail.com 
Tel: 577 95 92 00

ცხელი ხაზი: 577 95 92 00