სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 12
3456789
10141516
1718202123
24252829

2017-09-11 - დევიზ დარჯანიას თასი 2017.

11სექტემბერს, მარტვილის სოფ. დიდი ჭყონის „ბერმუხას“ სტადიონზე დევიზ დარჯანიას თასის ფინალური შეხვედრა გაიმართა. 
მარტვილის საფეხბურთო სკოლის ორგანიზებითა და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით 20 ივლისიდან 11 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა დევიზ დარჯანიას თასის გათამაშება სოფლებს შორის, ფეხბურთში. ჩემპიონატში მონაწილეობას 12 გუნდი იღებდა. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს სოფელ ზედა ნაგვაზაოსა და ბანძის გუნდები დაუპირისპირდნენ, რომელშიც გამარჯვება ზედა ნაგვაზაოს გუნდმა მოიპოვა. 
გამარჯვებულ და მეორე ადგილოსან გუნდებს თასი, მედლები და ფულადი პრიზები გადაეცა სხვადასხვა სპონსორებისგან. 

ფინალურ შეხვედრას ფეხბურთის ფედერაციის, ლიდერ ბეთის, ადგილობრივი ხელისუფლების და მოსახლეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 
გამარჯვებულ და ფინალისტ გუნდებს პრიზები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ, საფეხბურთო სკოლის დირექტორმა ჯესი სურმავამ და ლიდერ ბეთის წარმომადგენლებმა გადასცეს.

ჩვენი მისამართია:
3100, ქალაქი მარტვილი, თავისუფლების ქუჩა, №10
E-mail:martvili.mun@gmail.com 
Tel: 577 95 92 00

ცხელი ხაზი: 577 95 92 00