სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 12
3456789
10141516
1718202123
24252829

2017-09-22 - სალხინოს დადიანების სასახლე ფესტივალს უმასპინძლებს

მარტვილის მუნიციპალიტეტის სალხინოს დადიანების საშემოდგომო რეზიდენცია, 29,30 სექტემბერს და 1 ოქტომბერს, უკვე მესამედ, კამერული მუსიკის  საერთაშორისო ფესტივალს - „სალხინოს სასახლის კამერატას“ უმასპინძლებს. ფესტივალი ტრადიციულად  სასახლის ორსაუკუნოვან ხეივანში, ღია ცის ქვეშ გაიმართება.

ფესტივალი ხორციელდება ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრეს (ცაავა) ლოცვა–კურთხევითა და მარტვილის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობი მხარდაჭერით. ფესტივალის ორგანიზატორია კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი „დღეს“,  ინიციატორი და სამხატვრო ხელმძღვანელი მუსიკოსი შიო აბრახამია, დირექტორი- კომპოზიტორი ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი.

წელს ფესტივალში, გერმანიის, ავსტრიის, უკრაინისა და სქართველოს მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას.

ჩვენი მისამართია:
3100, ქალაქი მარტვილი, თავისუფლების ქუჩა, №10
E-mail:martvili.mun@gmail.com 
Tel: 577 95 92 00

ცხელი ხაზი: 577 95 92 00