სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 12
3456789
10141516
1718202123
24252829

2017-09-26 - \"ჭყონდიდლბობა 2017\"

25 სექტემბერს მარტვილში ჭყონდიდლობის საერო საეკლესიო დღესასწაული აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ (ცაავა).

საკრებულოს თავმჯომარემ ალექსი გაბისონიამ, საკრებულოს წევრებმა და ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა გვირგვინებით შეამკეს წმ. გიორგი ჭყონდიდელის ძეგლი.

დღის განმავლობაში, ქალაქის ცენტრში, არა ერთი ღონისძიება გაიმართა. მოეწყო მეგრული ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული კუთხეები. ასევე გაიმართა ადგილობრივი მხატვრებისა და შემოქმედი ადამიანების ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. ქალაქის ცენტრში, ღია ცის ქვეშ, მიმდინარეობდა ფოლკლორული მუსიკის კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები იღებდნენ.

ჭყონდიდლობის დღესასწაულზე ტრადიციულად დააჯილდოვეს მარტვილის საპატიო მოქალაქეები, წელს საპატიო მაქალაქის ტიტული ერგო, კონსტანტინე ხაინდრავას (პედაგოგი), გურამ გალდავას (პედაგოგი), ალიოშა გაბეშიას (სამუსიკო სკოლის პედაგოგი),მურმან ბეჭვაიას (პედაგოგი) და აივენგო გაბისონიას (ექიმი).

ჭყონდიდლობის დღესასწაულის აღნიშვნა საღამოს გამართული ქართველი შემსრულებლების კონცერტითა და გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.

ჩვენი მისამართია:
3100, ქალაქი მარტვილი, თავისუფლების ქუჩა, №10
E-mail:martvili.mun@gmail.com 
Tel: 577 95 92 00

ცხელი ხაზი: 577 95 92 00