სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 12
3456789
10141516
1718202123
24252829

2017-09-30 - სალხინოს სასახლის კამერატა 2017-ის გახსნა

29 სექტემბერს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სალხინოს დადიანების საშემოდგომო რეზიდენციაში,  კამერული მუსიკის  საერთაშორისო ფესტივალი - „სალხინოს სასახლის კამერატა“ გაიხსნა. ფესტივალი ტრადიციულად  სასახლის ორსაუკუნოვან ხეივანში, ღია ცის ქვეშ გაიმართა.

პირველ დღეს ფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ: საქართველოს სიმფონიატა და კვინტეტი „კონმორბიდეცა“ უკრაინიდან. 30 სექტემბერს მაყურებლის წინაშე წარსდგება დუეტი „მოც-არტი“ ავსტრიიდან და ანსამბლი „ლეოპოლდ ბრასი“ გერმანიიდან. 1 ოქტომბერს კი ფესტივალი საზეიმოდ დაიხურება.

ფესტივალი ხორციელდება ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრეს (ცაავა) ლოცვა–კურთხევითა და მარტვილის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობი მხარდაჭერით. ფესტივალის ორგანიზატორია კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი „დღეს“,  ინიციატორი და სამხატვრო ხელმძღვანელი მუსიკოსი შიო აბრახამია, დირექტორი- კომპოზიტორი ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი.

ჩვენი მისამართია:
3100, ქალაქი მარტვილი, თავისუფლების ქუჩა, №10
E-mail:martvili.mun@gmail.com 
Tel: 577 95 92 00

ცხელი ხაზი: 577 95 92 00