სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
14567
89101214
15161718192021
22232425262728
293031 

2017-10-02 - \\

1 ოქტომბერს მარტვილის მუნიციპალიტეტის სალხინოს დადიანების საშემოდგომო რეზიდენციაში, რიგით მესამე, კამერული მუსიკის  საერთაშორისო ფესტივალი - „სალხინოს სასახლის კამერატა“ გალა კონცერტით დაიხურა.

ფესტივალი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას – საქართველოს, უკრაინის, გერმანიისა და ავსტრიის ახალგაზრდა შემსრულებლები იღებდნენ.

ფესტივალის ფარგლებში, მონაწილეებმა დაათვალიერეს მარტვილის ღირსშესანიშნაობები და გაეცნენ მარტვილის ისტორიულ და კულტურულ ძეგლებს.

ფესტივალი განხორციელდა ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრეს (ცაავა) ლოცვა–კურთხევითა და მარტვილის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობი მხარდაჭერით. ფესტივალის ორგანიზატორია კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი „დღეს“,  ინიციატორი და სამხატვრო ხელმძღვანელი მუსიკოსი შიო აბრახამია, დირექტორი- კომპოზიტორი ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი.

გალა კონცერტს მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარი დეპუტატი ოთარ დანელია, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა), ქართული ესტრადის მომღერლები მაია ჯაბუა და ნუკრი კაპანაძე,  კონსერვატორიის პროფესორები, მოწვეული სტუმრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მუსიკის მოყვარული საზოგადოება ესწრებოდა.

ორგანიზატორებმა ფესტივალის მონაწილეებს დიპლომები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

კამერული მუსიკის ფესტივალი ერთი წლით დაემშვიდობა მსმენელს.

ჩვენი მისამართია:
3100, ქალაქი მარტვილი, თავისუფლების ქუჩა, №10
E-mail:martvili.mun@gmail.com 
Tel: 577 95 92 00

ცხელი ხაზი: 577 95 92 00