სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
14567
89101214
15161718192021
222324252628
2931 

2017-10-13 - საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

13 ოქტომბერს 13:00 სთ–ზე მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში  საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია თავმჯდომარეობდა.

      დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები:

1.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 13 ოქტომბრის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;

/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

2.„მარტვილის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, განთავსების წესის და სანებართვო მოწმობის დამტკიცების შესახებ’’ მარტვილის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2017 წლის 13 სექტემბრის №31 დადგენილებაში   ცვლილების შეტანის თაობაზე;

/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

3.  მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოხელეთა (გამგეობა/საკრებულოს აპარატი) კვალიფიკაციის ამაღლების 2018 წლის გეგმის დამტკიცების შესახებ;

/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

4.  მარტვილის მუნიციპალიტეტის თამაკონის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ ლევან ჯანაშიას საზღვარგარეთ მკურნალობისათვის ტრანსპორტირების თანხის ჩარიცხვის შესახებ.

/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

სხდომაზე მიღებულ იქნა შესაბამისი დადგენილება და განკარგულებები.

 

ჩვენი მისამართია:
3100, ქალაქი მარტვილი, თავისუფლების ქუჩა, №10
E-mail:martvili.mun@gmail.com 
Tel: 577 95 92 00

ცხელი ხაზი: 577 95 92 00