სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 134
57891011
1213141518
19212325
2627282930 

2017-11-02 - ეკო კლუბი მარტვილში

2 ნოემბერს, 12:00 სთ–ზე მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია, ეკო კლუბ „ნორჩი ეკოლოგების“ შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო.

გარემოს დაცვითი ეკოლოგიური ასოციაცია „დეას“ მიერ მარტვილის მუნიციპალიტეტში განხორციელდა პროექტი – ”მარტვილის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდები კლიმატის ცვლილების ადაპტაციისა და შერბილებისათვის  ენერგოეფექტურობის პოპულარიზაციის გზით”, აღნიშნული პროექტის ფარგლებში ეკო კლუბის „ნორჩი ეკოლოგები“–ს წევრებმა სხვადასხვა ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა .

შემაჯამებელ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას ეკოლოგიის თემაზე მომზადებული პრეზენტაციები წარუდგინეს.

შემაჯამებელ შეხვედრას ესწრებოდნენ: დალი ქაჩიბაია - პროექტის კოორდინატორი, ალექსი გაბისონია-  საკრებულოს თავმჯდომარ, მერაბ ქვარცხავა - მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე,  თამარ მალანია - ასოციაცია  „დეას“ თავმჯდომარე, სოფიო გაბისონია - 62 ოლქის მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის  ოთარ დანელიას ბიუროს თანამშრომელი, ეკატერინე ნაროუშვილი – სოფლის მეურნეობის სამინისტროს მარტვილის საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურის უფროსი.  

ჩვენი მისამართია:
3100, ქალაქი მარტვილი, თავისუფლების ქუჩა, №10
E-mail:martvili.mun@gmail.com 
Tel: 577 95 92 00

ცხელი ხაზი: 577 95 92 00