სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 134
57891011
1213141518
19212325
262930 

2017-11-20 - მეოთხე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა

მარტვილის მუნიციპალიტეტის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულების თანახმად, 2017 წლის 20 ნოემბერს, 15:00 სთ–ზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა. სხდომას საკრებულოს უხუცესი წევრი ონერი კუჭავა გაუძღვა.
დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები:

1. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენება;
2. სამანდატო დროებითი კომისიის არჩევა;
3. ხმის დამთვლელი დროებითი კომისიის არჩევა;
4. საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობა;
5. საკრებულოს ფრაქციების დაფუძნების ცნობად მიღება;
6. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა;
7. საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევა;
8. საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიების თავმჯდომარეების არჩევა.

საკრებულოს აღნიშნულ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ ალექსანდრე ახვლედიანი. ხოლო სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული მე–8 საკითხი გადაიდო შემდეგი სხდომისთვის რომელიც გაიმართება 22 ნოემბერს 12:00 სთ–ზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.

სხდომაზე მიღებულ იქნა შესაბამისი განკარგულებები.

ჩვენი მისამართია:
3100, ქალაქი მარტვილი, თავისუფლების ქუჩა, №10
E-mail:martvili.mun@gmail.com 
Tel: 577 95 92 00

ცხელი ხაზი: 577 95 92 00