სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 134
57891011
1213141518
19212325
262930 

2017-11-22 - მეოთხე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომის გაგრძელება

22 ნოემბერს 16:00 სთ-ზე, 20 ნოემბერს გამართული მე-4 მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაგრძელდა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია თავმჯდომარეობდა. მას საკრებულოს აპარატი თანამშრომლები,  ადგილობრივი მედია და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხი:

  1. საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიების თავმჯდომარეების არჩევა.

/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

საკრებულოს დეპუტატებმა სხდომაზე 5 მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეები აირჩიეს.

სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ აირჩა რამაზ ხურცილავა;
საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ - ზურაბ მელიავა;
ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ - თორნიკე ჯანაშია;
სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე - გიორგი გაბუნია;
სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ - ლაშა ქობალია.

ჩვენი მისამართია:
3100, ქალაქი მარტვილი, თავისუფლების ქუჩა, №10
E-mail:martvili.mun@gmail.com 
Tel: 577 95 92 00

ცხელი ხაზი: 577 95 92 00