სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 2
3569
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

2017-12-01 - ბიუროს სხდომა

1 დეკემბერს, 14:00 სთ–ზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ბიუროს სხდომა გაიმართა, სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია თავმჯდომარეობდა. დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები:

1.მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ;

/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

2.მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობის რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების  განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ;

/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

3.მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ბეჭდისა და შტამპის, მერიის სტრუქტურული ერთეულების და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლის ბეჭდებისა და სატიტულო ფურცლების, მერიის თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტების ბლანკების ნიმუშების დამტკიცების შესახებ.

/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

ბიუროზე განხილული საკითხები, ბიუროს წევრებმა, საკრებულოს მორიგ სხდომაზე გაიტანეს, რომელიც ორშაბათს, 4 დეკემბერს, 12:00 სთ–ზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართება. 

ჩვენი მისამართია:
3100, ქალაქი მარტვილი, თავისუფლების ქუჩა, №10
E-mail:martvili.mun@gmail.com 
Tel: 577 95 92 00

ცხელი ხაზი: 577 95 92 00