სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 2
3569
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

2017-12-04 - საკრებულოს მორიგი სხდომა

4 დეკემბერს, 12:00 სთ–ზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, მორიგი საკრებულოს სხდომა გაიმართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია თავმჯდომარეობდა, სხდომას ესწრებოდნენ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, კადრებისა და საქმის წარმოების განყოფილების უფროსი თამარ წივწივაძე, საკრებულოს აპარატის თანამშრომლები და სხვა დაინტერესებული პირები.

დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხებ:

1.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის   მორიგი სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;

/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

2.მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ;

/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

3.მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობის რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების  განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ;

/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

4.მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ბეჭდისა და შტამპის, მერიის სტრუქტურული ერთეულების და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლის ბეჭდებისა და სატიტულო ფურცლების, მერიის თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტების ბლანკების ნიმუშების დამტკიცების შესახებ.
            /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

სხდომაზე მიღებულ იქნა შესაბამისი განკარგულებები და დადგენილებები.

ჩვენი მისამართია:
3100, ქალაქი მარტვილი, თავისუფლების ქუჩა, №10
E-mail:martvili.mun@gmail.com 
Tel: 577 95 92 00

ცხელი ხაზი: 577 95 92 00