სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 2
3569
1011131516
17182023
242526272930
31 

2017-12-12 - \"ლადო ჩიქოვანის\" თასი 2017

4 დეკემბრიდან სტარტი აიღო, „ლადო ჩიქოვანის“ გარდამავალი თასის ყოველწლიურმა გათამაშებამ, მინი ფეხბურთში.

გათამაშება მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ტრაგიკულად დაღუპული თანამშრომლის, ლადო ჩიქოვანის ხსოვნის პატივსაცემად იმართება და მასში მონაწილეობას მარტვილის საჯარო და კერძო დაწესებულებები იღებენ.

ჩემპიონატი მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, მარტვილში მასობრივი ფეხბურთის განვითარებას და შემდგომ პოპულარიზაციას.

გათამაშების ორგანიზატორები და ხელმძღვანელები არიან: მარტვილის ფეხბურთის ფედერაცია და მარტვილის საფეხბურთო სკოლა, მხარდამჭერია მარტვილის მუნიციპალიტეტი.

11დეკემბრიდან, თასის გათამაშებაში, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გუნდიც იღებს მონაწილეობას  რომელიც საკრებულოს წევრებისგან და აპარატის თანამშრომლებისგან დაკომპლექტდა.

ტურნირის დასრულების შემდეგ გამარჯვებულ გუნდს „ლადო ჩიქოვანის“ გარდამავალი თასი გადაეცემა.

ჩვენი მისამართია:
3100, ქალაქი მარტვილი, თავისუფლების ქუჩა, №10
E-mail:martvili.mun@gmail.com 
Tel: 577 95 92 00

ცხელი ხაზი: 577 95 92 00