სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 2
3569
1011131516
17182023
242526272930
31 

2017-12-14 - საკრებულოს თავმჯდომარე NDI-ის წარმომადგენლებს შეხვდა

14 დეკემბერს 11:00 სთ–ზე მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია  NDI–ის წარმომადგენლებს შეხვდა. მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ოფიცერს ლაშა გოგიძეს და ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის რეგიონალური კოორდინატორს ირინე ურუშაძეს.

შეხვედრის ფარგლებში NDI-ის წარმომადგენლებმა საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგინეს მათ მიერ განხორციელებული პროგრამები და გეგმები.

NDI–ის პროგრამის მიზანია, გაზარდოს ადგილობრივი აქტორების შესაძლებლობები და კომპეტენცია, მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკის შემუშავების პროცესში. ამისთვის პროგრამა რამდენიმე მიმართულებით მუშაობს: ადგილობრივი არჩეული თანამდებობის პირთა უნარების გაზრდა, ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაზრდა, სამოქალაქო ჩართულობის ფორმალური და არაფორმალური საშუალებების გამოყენების ხელშეწყობა, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მხარდაჭერა და ადგილობრივი ხელისუფლების წახალისება კვლევისა და საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგების რეგულარულ გამოყენებაში.

აღნიშნული ორგანიზაციის პროგრამები, საკრებულოს დეპუტატებისთვის, საორიენტაციო ტრენინგების, ამომრჩევლებთან ურთიერთობაზე ტრენინგებისა და   ბიუჯეტირებასთან დაკავშირებული ტრენინგების ჩატარებასაც ითვალისწინებს, რომლებიც 2018 წელს განხორციელდება. 

ჩვენი მისამართია:
3100, ქალაქი მარტვილი, თავისუფლების ქუჩა, №10
E-mail:martvili.mun@gmail.com 
Tel: 577 95 92 00

ცხელი ხაზი: 577 95 92 00